Sunday, May 2, 2010

გაცოცხლებული სურათები

1.პროექტის სახელი: გაცოცხლებული სურათები

2. პროექტის მოკლე აღწერა: ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრების მიხედვით მოსწავლემ

შეძლოს სპექტაკლის დადგმა.

3 პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ფიროსმანის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, იმდროინდელი თბილისის ყოფას. მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, განუვითარდებათ ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვებისა და ანალიზის უნარი. აგრეთვე ფანტაზიის წარმოსახვისა და ინტერპრეტაციის უნარი. მოსწავლეები გაიაზრებენ თეატრს როგორც სინთეზურ ხელოვნება. მოსწავლეები მოამზადებენ სცენარს, იმუშავებენ ესკიზებზე, აფიშაზე, მოსაწვევი ბარათების დამზადებაზე, სასცენო დეკორაციების დამზადება და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ ჩაცმულობაზე.

4. მონაწილეთა ასაკი - კლასები 9-11-12

5. ვადები და ხანგრძლივობა - 2-3 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, სპექტაკლის შესახებ გუნდური მუშაობები, სურათის პერსონაჟების მიხედვით მოსწავლეებმა დაინაწილონ როლები, დადგან მიზანსცენა სურათების მიხედვით.

7. მოსალოდნელი შედეგები - შექნიან საიონტერესო სპექტაკლს, განუვითარდებათ შემოქმედებითი ხედვა, ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. გაეცნობიან იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდა და მორვაწეობდა ფიროსმანი.

8. სამუშაო ენა - ქართული.

9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ხელოვნება, ხატვა, ისტორია. ისტ.

კვლევა-ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება,

ისტ-ის საშუალებების გამოყენებით ვაცნობ ფიროსმანის შემოქმედებას.იხილით